პროექტი მათემატიკაში "რიცხვები და
ციფრები"
პროექტის
ხელმძღვანელი: ლელა კიკალიშვილი
13
მაისს V კლასმა წარმოადგინა პროექტი "რიცხვები და
ციფრები".
მოსწავლეებმა
მოიძიეს ინფორმაცია რიცხვებისა და ციფრების წარმოშობის, ანტიკური ფილოსოფოსებისა და რიცხვთა თეორიის ფუძემდებლების შესახებ და მათი ბიოგრაფიები და საინტერესო ისტორიები. ახსნეს რიცხვთა უძველესი სიმბოლიკები და იეროგლიფები.
პროექტის
პრეზენტაციას დაესწრო II და VI კლასი, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პრეზენტაციის პროცესში. მე_5 კლასმა წარმატებით გაართვა თავი დასმულ ამოცანას, გააცნო სტუმრებს რიცხვებისა და ციფრების წარმოშობის ისტორია, სხვადასხვა ათვლის სისტემები და ჩაატარა მათემატიკური ფოკუსი, რომელმაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, ასევე განმარტა რიცხვების ცაწერის წესი სხვადასხვა ათვლის სისტემებში...
ასეთი
ტიპის პროექტები მათემატიკის სწავლებას უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის.